|
2021-04-16 21:17:05, 1692 ნახვა
ომი უკრაინაში
საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდას“ მებაჟე ოფიცრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
ამ ეტაპზე, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირებული 11 მებაჟე ოფიცრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. COVID-19-ზე რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ნინოწმინდას“ მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას (საერთო ჯამში 50 პირი) გამოკვლევა ჩაუტარდათ. აქვე განვმარტავთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ნინოწმინდა“ სრული დატვირთვით, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. აღსანიშნავია, რომ, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მიზნობრივი ტესტირება რისკ ჯგუფებში მყოფ ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, მიმდინარეობს ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი დეტალური ანამნეზის შეკრებას. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ობიექტებზე, რისკ ჯგუფებში შემავალი პირების სისტემური ტესტირების პროცესი კვლავ გაგრძელდება. ამასთან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უწყების მიერ, ყველა ობიექტზე შეტანილია ეფექტური სადეზინფექციო საშუალებები და მიმდინარეობს დამუშავების პროცესი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ყველას სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)