01:38 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 14:20:49, 721 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი ეპიდვითარება ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დღევანდელი ეპიდვითარება ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა.

როგორც ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, შემთხვევების მატების გამო დაწოლა ჯანაცვის სისტემაზე უფრო სერიოზულია. 50-70-80%-ში, ბოლო მონაცემებით, ძირითადი წამყვანი არის ე.წ ბრიტანული შტამი.

„ეპიდსიტუაცია სერიოზულად დაძაბული რჩება, განსაკუთრებით იძაბება ჩვენს ირგვლივ, გუშინ თურქეთმა სერიოზული „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, ასევე შემთხვევათა მატებაა ჩვენს მომიჯნავე ქვეყნებში, აქედან გამომდინარე ვხედავთ, რომ ჩვენთანაც შემთხვევების მატებაა.

დილისთვის გვაქვს ცოტა ნაკლები, ვიდრე გუშინ იყო შემთხვევა, მაგრამ 1 000-ზე ზემოთ ვართ და პირველადაა, რომ ეს ორი დღე 1 000-ს ავცდით, ამიტომ ეს ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა.

შემთხვევების მატების გამო დაწოლა ჯანაცვის სისტემაზე უფრო სერიოზულია. 50-70-80%-ში, ბოლო მონაცემებით, ძირითადი წამყვანი არის ე.წ ბრიტანული შტამი, რაც ქვეყანაში ცირკულირებს და ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, სხვა იმ მიზეზებს შორის, რომელიც პროგნოზირებადი იყო, შემსუბუქებების ეტაპზე, რომ იქნებოდა ზრდა, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ როგორმე ეს ზრდა იყოს მართვადი და იყოს იმ ფარგლებში, რომ შედარებით ადვილად იმართოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics