02:19 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-12 16:07:00, 860 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - შევხვდებით არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს და ყველას, ვინც დაინტერესებულია წვლილი შეიტანოს „ნამახვანი ჰესის“ პროექტის გაუმჯობესებაში

„ვფიქრობთ, უახლოეს დღეებში გავმართავთ ფართომასშტაბიან შეხვედრას, რომელზეც ვიწვევთ არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს, ყველას, ვინც დაინტერესებულია და თვლის, რომ დადებითი წვლილი შეუძლია შეიტანოს „ნამახვანი ჰესის" პროექტის არსებული კვლევების გაუმჯობესებაში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია „ენკა რინიუებლზმა" მთავრობის მოთხოვნით,  სახელმწიფოს გადასცა საკმაოდ ვრცელი სია და ყველა იმ კვლევის დოკუმენტაცია, რაც მანამდე იყო ჩატარებული. ნათია თურნავას განცხადებით, საუბარია საკმაოდ სოლიდურ კვლევებზე.

 „დაახლოებით მაისის ბოლოსთვის  ექსპერტები მოგვიბრუნდებიან თავისი რეკომენდაციებით და კომპანია ვალდებული იქნება გაითვალისწინოს ეს რეკომენდაციები. რაც შეეხება შეხვედრებს, რა თქმა უნდა, მზად ვართ შეხვედრებისთვის და უფრო მეტსაც გეტყვით, ეს პროექტი არის ხანგრძლივი პროცესი და პროექტის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეტაპზე  მზად ვიქნებით შეხვდეთ როგორც მოსახლეობას, ასევე არასამთავრობო სექტორს და სხვა დაინტერესებულ პირებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics