19:23 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-12 13:42:16, 1866 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 938-მა პირმა გაიკეთა - ჯამში აცრილია 20 622

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 20 622 პირია აცრილი.

NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 938-მა პირმა ჩაიტარა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინით, კერძოდ, AstraZeneca-თი და Pfizer-ით აცრაა შესაძლებელი. კორონავირუსის საწინააღმდეგო აღნიშნული ვაქცინებით აცრა, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომდგენლებს, ასევე 55-წელს ზემოთ მყოფ პირებსაც შეუძლიათ. 

საქართველოში რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთი, ჩინური წარმოების „სინოფარმის“ 100 000 დოზა ჩამოვიდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, აღნიშნული ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მოქალაქეებს, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებიდან შეეძლებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics