|
2021-04-09 11:07:40, 1011 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ლიეტუვას სეიმის სპიკერთან შეხვედრა გამართა
ბალტიისპირეთის ქვეყნებში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. ჯუანშერ ბურჭულაძეს თავდაცვის სამინისტროს დელგაციის წევრებთან ერთად, ლიეტუვას რესპუბლიკის სეიმის სპიკერმა, ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენმა უმასპინძლა. მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრულ, მჭიდრო ურთიერთობაზე გაამახვილეს და იმედი გამოთქვეს, რომ წარმატებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური მისწრაფებების, საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების პროცესში ლიეტუვას მტკიცე მხარდაჭერასა და ჩართულობას. მხარეებმა გლობალური, ასევე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასაც. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სამხედრო განათლების, კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)