|
2021-03-23 12:43:22, 726 ნახვა
ომი უკრაინაში
დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 000-ზე მეტი მედპერსონალია აცრილი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის, 3 000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული. ამასთანავე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეის მგომარეობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია აცრილი. თამარ გაბუნიამ დასძინა, რომ ამ კვირის ბოლომდე ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინას ელოდებიან და როგორც მედპერსონალს, ასევე 65 წელს ზემოთ პირებსაც ექნებათ შესაძლებლობა გააკეთონ არჩევანი„ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ შორის. „მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს წესების დაცვით კუთხით. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, 1467 პაციენტი რჩება ჰოსპიტლებში, აქედან 299 არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 80 პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, 3000-ზე მეტი საწოლი რჩება მობილიზებული იმ შემთხვევისთვის თუ დაგვჭირდება მათი გამოყენება იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემის პასუხი იყოს დაუყოვნებელი. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, 4000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი არის დღევანდელი მდგომარეობით აცრილი. ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება 25 მარტიდან 65 წელს ზემოთ პირებისთვის. ეს არის ის გადაწყვეტილება, რაზეც გუშინ იმსჯელა უწყებათაშორისი ვაქცინაციის საბჭომ და დღესაც საკოორდინაციო საბჭოზე ეს გადაწყვეტილება იქნა მხარდაჭერილი. პროცესი დაიწყება 25 მარტიდანვე ანუ მათ შეუძლიათ, 65 წლის ზემოთ პირებს შეუძლიათ რეგისტრაციაც და ასევე, უკვე ჩაეწერონ და მივიდნენ ვაქცინაციაზე, თუკი ამისი შესაძლებლობა 25-შივე იქნება. ამ კვირის ბოლომდე ველოდებით „ფაიზერის“ ვაქცინას, ასე რომ, როგორც სამედიცინო პერსონალს, ასევე 65 წელს ზემოთ პირებსაც ექნებათ საშუალება, გააკეთონ არჩევანი, რა თქმა უნდა, გარკვეული ლიმიტების ფარგლებში, „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ შორის და შემდეგ უკვე ველოდებით დამატებით დოზებსაც აპრილის ბოლოსკენ, რაც, ასევე, განსაზღვრულია „კოვაქსის“ პლატფორმით,“- განაცხადა გაბუნიამ.
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)