20:38 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-22 18:01:58, 1262 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გაიმართა

დღეს, კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გაიმართა, რომელიც წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს 22 მარტს მიეძღვნა.

ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ წლებია თანამშრომლობს კასპის მუნიციპალიტეტის მერიასთან და მარადმწვანე და ფოთლოვანი ნერგებით ამარაგებს. ნერგების შეძენას ფინანსურად შცედეთის მთავრობა უზრუნველყოფს.

ამჯერად „ორქისელებმა“ კასპელებს კავკასიური, ელდარის ფიჭვის, ნუშის, ბროწეულის და წაბლის ნერგები ჩამოუტანეს, რომლებიც მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, საჯარო სკოლებსა და მუზეუმებს გადაეცათ.

აქციის მიზანია საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებლობის გაზრდა. დარგვის აქციაში მოსწავლეებთან და "ორქისელებთან" ერთად, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობდნენ.

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისი“ს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის.

#ბუნებისდაცვაჩვენივალია

#კასპი2021





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics