07:47 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-14 20:30:52, 631 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე - ბევრი მიმართულებით წინ წავედით, თუმცა დისკუსიები ისევ გაგრძელდება

„ბევრი მიმართულებით წინ წავედით, თუმცა დისკუსიები ისევ გაგრძელდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია პარტნიორებთან დადებულ შეთანხმებას მუდმივად არღვევს და დეტალებზე საუბრობენ.

„გვქონდა კიდევ ერთი პროდუქტიული დისკუსია ჩვენს პარტნიორებთან ერთად, განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება დიალოგს და წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, თუმცა გაგრძელება ისევ დისკუსიები, საჭიროებს გარკვეული საკითხები დამატებით დაზუსტებას.

გამომდინარე იქედან, რომ მოლაპარაკებები არის გასაგრძელებელი, ჩვენ მოვერიდებით დეტალებზე საუბარს. ამ პირობას მუდმივად არღვევენ ოპოზიციის წარმომადგენლები, საუბრობენ დეტალებზე, რაც არის დადებული პირობების უხეში დარღვევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics