|
2021-03-10 11:31:10, 748 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძის განცხადებით, ღამის ეკონომიკის აღდგენა ზაფხულიდან დაიწყება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ღამის ეკონომიკის აღდგენა ზაფხულიდან დაიწყება. მისი თქმით, აღდგენის პროცესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდება. „ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში სექტორში ჩართულ ადამიანებთან გვქონდა კომუნიკაცია და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათაც შევთავაზოთ დახმარების პაკეტი, რომელიც თანხობრივად 2 მილიონი ლარი იქნება და ამ დახმარებას მიიღებს მინიმუმ 500 შემოქმედი, 50 მეტი ორგანიზაცია. ფინანსური დახმარების პაკეტით, პირველ რიგში, მუსიკოსები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებენ. ელექტრონული მუსიკის სივრცეებისთვის საიჯარო თანხების სრულად და ნაწილობრივ მხარდაჭერა მოხდება. იქნება კომუნალური გადასახადების მხარდაჭერა. დაიწყება ზაფხულის პერიოდში უსაფრთხო აღდგენის სამუშაოების გაწევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)