09:39 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 23:18:31, 545 ნახვა

კომენტარი
ევროპარლამენტარი - დარწმუნებული ვარ, რომ გაათავისუფლებენ პოლიტპატიმარ გიორგი რურუასა და ნიკა მელიას

„დარწმუნებული ვარ, რომ გაათავისუფლებენ პოლიტპატიმარ გიორგი რურუასა და ნიკა მელიას“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გიორგი რურუას გათავისუფლებაზე შეთანხმება უნდა შესრულდეს და საქართველო თავის გზას დაუბრუნდეს.

„კოლეგებო და საქართველო, არ შემიძლია, არ ვახსენო თუ როგორი სიმბოლურია, რომ 8 მარტის შეთანხმებიდან და დაპირებებიდან, როდესაც საქართველოში მძაფრი შიდა დაძაბულობა იყო, ერთი წელი გავიდა, ახლა კი ვითარება უფრო მძიმეა.

ამის ყურება საწყენია, მაგრამ ამ გრძნობაზე არ შევჩერდები.

გასულ წელს საქართველომ შეძლო კრიზისის დაძლევა და ახალი ფურცლის გადაშლა საარჩევნო სისტემის ცვლილებით.

ჩვენ მათ ამაში დავეხმარეთ და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შევძლებთ დახმარებას და საქართველოც თავის გზას დაუბრუნდება.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეძლებს საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გაუმჯობესებას და გაათავისუფლებენ პოლიტპატიმარ რურუას, როგორც უკვე შეთანხმებულები ვიყავით, და ასევე მელიას.

მოქალაქეებს კი უფლება მიეცემათ, აირჩიონ ის, ვინც მათ წარმოადგენს, ისეთ სისტემაში, რომლის სამართლიანობაზეც ეჭვები არ იარსებებს“, - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics