|
2021-03-08 23:01:20, 507 ნახვა
კომენტარი
ანდრია ჯაღმაიძე - სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მეუფე სტეფანეს, მრევლის პროტესტი არ ამართლებს რეზიდენციაში შეჭრას
„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მეუფე სტეფანეს, მრევლის პროტესტი არ ამართლებს რეზიდენციაში შეჭრას“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტი არის ეკლესიის ფეხქვეშ გათელვა. „ის რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, ის რაც მთელმა საქართველომ ნახა, შესაძლებელია შეედაროს ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს. მსგავსი რამ არ ყოფილა საქართველოში, არ მომხდარა კომუნისტების დროიდან. ეს იყო მცდელობა მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა. მსგავსი რამ, ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს. ეს არის გაუგონარი თავხედობა, ეს არის ეკლესიის ფეხქვეშ გათელვა და სიწმინდისა. მიმდინარეობდა კრება, სადაც უნდა ყოფილიყვნენ მხოლოდ სასულიერო პირები და მოხდა შეჭრა რეზიდენციაში. ეს არის დევნა, არავის აქვს კერძო საკუთრებაში შესვლის უფლება და როდესაც კარს უმტვრევ და ვარდებიან შიგნით, რამდენად მიგაჩნიათ სწორად? ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს, ამას ვამბობთ ძალიან ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომელიც გვიკავშირდებოდა. ხვალ უფრო მეტი სიცხადე იქნება. მრევლის პროტესტი არ ამართლებს რეზიდენციაში შეჭრას ძალით”, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)