|
2021-03-06 22:00:30, 663 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვაქცინა ქვეყანაში მაქსიმუმ მარტის თვის ბოლოდან შემოვა
„ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვაქცინა ქვეყანაში მაქსიმუმ მარტის თვის ბოლოდან შემოვა. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. „ვაქცინაციის საკითხზე იყო საუბარი. ჩვენ მიუხედავად რთული მდგომარეობისა ვაქცინასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ საქართველოს ეხება ეს, და იმ დათქმით და იმ პირობით, რომ ჩვენ შევპირდით საქართველოს მოქალაქეებს, რომ საუბარი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ავტორიზებულ ვაქცინაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, ყველაზე გვიან პერიოდს ვიტყვი, იმისთვის, რომ მართლები ვიყოთ საზოგადოების წინაშე - ამ თვის ბოლო იქნება ის მაქსიმალური ვადა, რომლის განმავლობაშიც ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს და შემოვა საქართველოში ვაქცინა. საუბარია „ფაიზერზე“, „ასტრაზენეკაზე“. სხვა მიმართულებითაც მიდის მუშაობა და ავტორიზებული ვაქცინა შემოვა საქართველოში და ეტაპობრივად მოხდება, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის აცრა და შემდეგ უკვე გაწერილი გეგმის მიხედვით, რომელიც წარმოადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)