|
2021-03-06 21:44:24, 716 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ
„2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომელიც უკვე რეალიზებაშია მოყვანილი. „ჩვენ გვაქვს გონივრული მოლოდინი და გარკვეული ინფორმაციებიც კი, რომ უახლოეს დღეებში, მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და ისინი დააყენებენ კონკრეტულ წინადადებებს. როგორც ჩვენ ვამბობდით ამ დღეების განმავლობაში, იქნება მართლაც კომპრომისული, პრაგმატული ნაბიჯები, რაზეც შეიძება მსჯელობა. კომპილაციური დოკუმენტი, რომელიც 6 სხვადასხვა პუნქტს შეიცავს არის სხვადასხვა საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეუძლებელია მსჯელობა, თუმცა გარკვეული დათქმების შემდეგ შეიძლება ამაზე მსჯელობა. არის საკითხები, რაზეც დათქმების გარეშე შეიძლება მსჯელობა და არის საკითხები, რაზეც უკვე რეალიზებაშია მოყვანილი, მაგალითად, საარჩევნო რეფორმა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)