15:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-04 18:59:10, 726 ნახვა

სამართალი
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა გადაიდო

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც სასამართლო პროცესი გაურკვეველი დროით გადაიდო.

დაცვის მხარე, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, პატიმრობის გადაწყვეტილების მოხსნას, ხოლო პროკურატურა ესებუასთვის პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ პოლიცია 5 თვეზე მეტია ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულ, ბადრი ესებუას ეძებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics