15:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-01 13:42:04, 471 ნახვა

სამართალი
გლდანში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

გლდანში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.შ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე  ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 თებერვალს, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ბრალდებულმა ა.შ.-მ დანის გამოყენებით ორ პირს - 1993 წელს დაბადებულ ო.ი.-სა და 1982 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ა.შ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

საქმესთან დაკავშირებით გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics