|
2021-02-28 15:26:27, 598 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ბაკურიანში მსოფლიო თასის გამართვა ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და სპორტის განვითარებისთვის, წინ გადადგმული ნაბიჯია
„ბაკურიანი მსოფლიო ზამთრის სპორტის ეპიცენტრშია. დღეს მსხვილი სპორტული შეჯიბრი - სქი-ქროსში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე დღეში კი მსგავსი მაღალი რანგის შეჯიბრი უკვე სნოუბორდ ქროსში გაიმართება. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ უმაღლეს დონეზე შეაფასა როგორც ორგანიზება, ასევე ჩვენი ინფრასტრუქტურის ხარისხი," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ბაკურიანში სქი-ქროსში მსოფლიო თასის შეჯიბრს დაესწრო და ორგანიზატორებთან ერთად აღნიშნული მაღალი რანგის ტურნირის საორგანიზაციო საკითხებს გაეცნო. ორივე შეჯიბრი საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება. ამასთან, ბაკურიანი პირველი სამთო კურორტია რეგიონში, სადაც აღნიშნულმა ფედერაციამ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრის გამართვა გადაწყვიტა. მინისტრის განცხადებით, 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, დასრულდა ბაკურიანში ახალი საბაგიროს და სასრიალო არეალის მშენებლობა, ასევე გაუმჯობესდა ხელოვნური გათოვლიანების კომპონენტი. ამდენად, სპეციალური ტრასა შეჯიბრისთვის ნაწილოვრივ ხელოვნული თოვლითაა გაკეთებული. „შეჯიბრი ძალიან მაღალ დონეზე გაიმართა. ეს არის პირველი ასეთი მაღალი რანგის სპორტული ღონისძიება ბაკურიანში, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დატანილი ვართ მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე. ჩვენ ასევე ვემზადებით მსოფლიო ჩემპინატისთვის, რომელიც 2023 წელს გაიმართება," - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ბაკურიანში მიმდინარე სქი-ქროსის შეჯიბრი მსოფლიო მედია საშუალებებით გადაიცემოდა. „დღეს უამრავი ადამიანი უცხოეთში უყურებდა ბაკურიანსა და საქართველოს. ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი არა მარტო ჩვენი სპორტისა და ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებისთვის, არამედ ჩვენი ტურისტული პოტენციალის კვლავ ამოქმედებისთვის, რადგან ამ შეჯიბრით მსოფლიომ გაიცნო ბაკურიანი," - განაცხადა ნათია თურნავამ. მსოფლიო თასის ეტაპები სქი-ქროსსა და სნოუბორდ-ქროსში, ჩOVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ტარდება. შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 200 - მდე სპორტსმენი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრები და მსოფლიო თასის ეტაპზე მომუშავე ჟურნალისტები ჩამოვიდა. შეჯიბრება მაყურებლის გარეშე გაიმართა, მაგრამ სქი-ქროსის მოყვარულებს შეეძლოთ, მსოფლიო თასის ეტაპის თვალყური ედევნებინათ იტალიურ-შვეიცარული მედია კომპანიის, Iნფრონტ-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში Eუროსპორტ-ის საერთაშორისო არხზე. (NS)
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)