11:13 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-26 20:30:18, 962 ნახვა

კომენტარი
ჯო ბაიდენი - შეერთებული შტატები ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ნაწილად არასდროს აღიარებს

„შეერთებული შტატები ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ნაწილად არასდროს აღიარებს“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს მუშაობას, რომ რუსეთმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიისთვსი პასუხი აგოს.

„შვიდი წლის წინ ამ დღეს, რუსეთმა საერთაშორისო სამართლის კანონები დაარღვია, ის კანონები, რომელთაც თანამედროვე სახელმწიფოები ურთიერთობისას იყენებენ. შვიდი წლის წინ ამ დღეს, რუსეთმა, ყირიმში შეჭრით, მეზობელი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი შელახა.

შეერთებული შტატები, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, უკრაინისა და მისი მოკავშირეების, პარტნიორების გვერდით დგას. ამ გამომაფხიზლებელ დღეს, მარტივი ჭეშმარიტება უნდა გავიმეოროთ: ყირიმი უკრაინაა.

შეერთებული შტატები არც ახლა და არც არასოდეს აღიარებს ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ნაწილად. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ რუსეთმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიისა და დამამცირებელი ქმედებებისთვის პასუხი აგოს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics