21:50 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-26 18:38:03, 728 ნახვა

რეგიონი
ბაკურიანში თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

ბაკურიანში თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.

ჩემპიონატში მონაწილეობა ადგილობრივმა სპორტსმენებმა 2 ასაკობრივ კატეგორიაში მიიღეს.16 სპორტსმენი ერთმანეთს 55 და 30-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში შეეჯიბრნენ.

55 მეტრიდან ხტომაში პირველი ადგილი ესმერალდა და ალან გობოზოვებმა დაიკავეს.30 მეტრიდან ხტომაში კი პირველი ადგილი ესმერალდა და კამრან ალიევებმა მოიპოვეს.

გამარჯვებული სპორტსმენები თასებით,მედლებითა და სიგელებით ტურნირის ორგანიზატორებთან ერთად სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა,სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა შოთა როსტიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics