|
2015-10-07 12:34:50, 732 ნახვა
საზოგადოება
2016 წლის ბიუჯეტით პედაგოგების ხელფასების ზრდა იგეგმება
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, აპრილიდან პედაგოგების ხელფასის ზრდა იგეგმება. პროექტის თანახმად, პედაგოგების საბაზო ხელფასი 50 ლარით გაიზრდება და 405 ლარი გახდება. ამასთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, პედაგოგების ხელფასების ზრდა კვალიფიკაციის ამაღლების შესაბამისადაც მოხდება, საშუალოდ 100–200 ლარით. მთავრობის მიერ წარდგენილი პროექტით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება წინა წელთან შედარებით 134 მილიონ 390 ათასი ლარით გაიზარდა. წელს მისი ბიუჯეტი 975 მილიონ 190 ათასი ლარი იქნება. აქედან საბიუჯეტო სახსრებით 905 მილიონია გათვალისწინებული, 70 მილიონ 190 ათასი ლარი კი, მოპოვებული გრანტია. ზოგადი განათლების დასაფინანსებლად 572 მილიონ 901 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც ითვალისწინებს სკოლის პედაგოგების ხელფასების მატებას, ასევე მაღალმთიანი რეგიონებში მომუშავე პედაგოგებისთვის გათვალისწინებული დანამატების დასაფინანსებლად საჭირო ხარჯებს. პროფესიული განათლების დასაფინანსებლად 36 მილიონი, უმაღლესი და საგანმანათლებლო პროგრამების დასაფინანსებლად 174 მილიონი, საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 94 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)