07:12 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 18:09:46, 612 ნახვა

პოლიტიკა
მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მედიაში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ აქვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის  საინფორმაციო სამსახურის ახლადანიშნული უფროსი გიორგი გვიმრაძე „ექსპრესნიუსთან” საუბრისას ადასტურებს, რომ ჟურნალისტად არასდროს უმუშავია და აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოში ნამდვილად მუშაობდა. მისი თქმით, საბჭოში ირინა იმერლიშვილის პერიოდში იყო, სადაც უშიშროების საბჭოს მდივნის კონსულტატის თანამდებობას იკავებდა.

„ კი ბატონო ვადასტურებ, რომ ჟურნალისტად არ ვმუშაობდი. მად არაფერია დასამალი.  უშიშროების საბჭოს მდივნის კონსულტანტი ვიყავი, იმერლიშვილის დანიშვნის შემდეგ“ -განაცხადა გვიმრაძემ.

რაც შეეხება თანამშრომლების პროტესტს, პროდუსერად ლიკა ხურციძის წარდგენას და დანიშვნასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს, რომელსაც „ნაციონალური“ წარსული აქვს, ამ ფაქტს საინფორმაციოს უფროსი არ ადასტურებს.

„ არ ვადასტურებ, რადგან არავინ არსად არ დანიშნულა. დანიშვნები ჯერჯერობით არ განხორციელდება გარკვეული პერიოდი. ლაშა მიქაძე ასრულებს თავის მოვალეობას, ხელმძღვანელი ვარ მე და დამთავრებულია ეს საკითხი.

არ ვიცი რას აცხადებენ ჟურნალისტები. მაგაზე პასუხს არ გაგცემთ, ჩემთან ჟურნალისტებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ, თუ გამოთქვამენ, პასუხს როგორმე გავცემ“, - აღნიშნა გიორგი გვიმრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics