23:13 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-16 16:23:46, 899 ნახვა

რეგიონი
დიდი სამამულო ომის ვეტერანს, კასპელ გრიგოლ (გრიშა) ბაინდურაშვილს 101 წელი შეუსრულდა

დიდი სამამულო ომის ვეტერანს, კასპელ გრიგოლ (გრიშა) ბაინდურაშვილს  101 წელი შეუსრულდა. იგი ჰოლანდიაში კუნძულ ტექსელზე, გერმანელთა წინააღმდეგ ქართველთა ბატალიონის აჯანყების ერთადერთი მონაწილეა, რომელიც ცოცხალი გადარჩა.

ომმა გრიგოლ ბაინდურაშვილს სავალდებულო სამხედრო სამსახურში ლიტვაში,     ქალაქ პლუმბერდში - პოლონეთის საზღვარზე მოუსწრო.

1943 წლის ივნისში პოლონეთში ტყვედ ჩავარდნილი ქართველებისგან  822-ე რთული ბატალიონი ჩამოყალიბდა, რო­მელ­საც "ვერ­მახ­ტის ქარ­თულ ლე­გი­ონს" უწო­დებ­დნენ... 1945 წლის თებერვალში გერმანელმა სარდლობამ ბატალიონი ტექსელზე განათავსა, რომელშიც 800-მდე ქართველი და 400-მდე გერმანელი იყო. მათ იქ ორი უმძიმესი წელი იცხოვრეს. აპრილში ბატალიონი აჯანყდა, რომელსაც ქართველი მფრინავი შალვა ლოლაძე ხელმძღვანელობდა და მრავალი ქართველის სიცოცხლე შეიწირა.

101 წლის ვეტერანი კასპში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.  ის ხშირად იხსენებს ომის   ეპიზოდებს, ტექსელის აჯანყებას და გარდაცვლილ თანამებრძოლებს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გრიგოლ ბაინდურაშვილს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics