|
2015-10-06 14:12:09, 1057 ნახვა
საზოგადოება
დაავადებების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებას გააადვილებს
ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა შეაფასა კლინიკა „ტრავმატოლოგის“ ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რთველიშვილმა. ექიმის განცხადებით, ოჯახის ექიმის ინსიტუტის წამოწევა უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს პროცესი მკვეთრად შეამცირებს სტაციონარიზაციის მასშტაბს. „ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა ძალიან ეფექტური იქნება. ოჯახის ექიმის გაძლიერება საჭიროა როგორც მატერიალური ბაზით, ისე აუცილებელია მათი შრომის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა. ეს რეფორმა პაციენტებისთვის მხოლოდ დადებითის მომტანი იქნება, რადგან უფრო ადრეულ ეტაპზე მოხდება დაავადების აღმოჩენა, აქედან გამომდინარე, უფრო მეტად იქნება შესაძლებელი პროფილაქტიკური ღონისძიებების ხარისხიანად გატარება“, – მიაჩნია რთველიაშვილს. მედიკოსმა ასევე ისაუბრა ჯანდაცვის პირველადი რგოლისთვის წარმატების მომტან ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ ამისთვის ერთ–ერთი განსაკუთრებული ოჯახის ექიმებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება. „ჯანდაცვის პირველადი რგოლის წარმატებისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება. მუდმივად უნდა იყოს ზრუნვა, რომ ექიმები ეცნობოდნენ სფეროს სიაახლეებს. მოგეხსენებათ, მედიცინა განვითარებადი სფეროა და მუდმივად არის მასში გარკვეული სიახლეები, თუნდაც ტექნოლოგიების მხრივ, თუნდაც მკურნალობის მეთოდების თვალსაზრისით და ასე შემდეგ, აუცილებელია ჩვენი მედიკოსები ფეხდაფეხ მისდევდნენ ამ სიახლეებს. რთველიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ფასები მედიკამენტებზე კატასტროფულად მაღალია და რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის შემოსავალი დაბალია, ამხელა ფასები ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს მედიკამენტებს.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)