|
2015-10-06 13:09:34, 406 ნახვა
პოლიტიკა
აკაკი მინაშვილი: მთავრობა და ივანიშვილი მინდა დავარწმუნო, რომ უფრო მალე წავლენ ხელისუფლებიდან, ვიდრე ჰგონიათ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი, აკაკი მინაშვილი, ქობულეთში, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, რევაზ ხარაზის დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, დაკავების მიზეზი, ხარაზის მეგობრის სოსო ბაჯელიძისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევა გახდა, რაც ხარაზმა გააპროტესტა. „სოსო ბაჯელიძეს მართვის მოწმობოა შეუჩერეს იმ მიზეზით, რომ მან თითქოს არჩილ ხაბაძის ექსკორტი შეაფერხა, რომელიც წესების დარღვევით მოძრაობდა, სოსო ბაჯელაძემ კი ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე გაატარა და ამიტომ ვერ დაუთმო ექსკორტს გზა. თავხედობაა სანქციების იმ ადამიანების წინააღმდეგ გამოყენება, რომლებიც წესების დაცვით მოძრაობენ. ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითი, რომელსაც „ქართული ოცნება“ აქტიურად იყენებს. ხელისუფლებას, რომელმაც 3 წლის განმავლობაში ერთადერთი რამ გააკეთა - გააღარიბა მოსახლეობა, ჩამოშალა ეკონომიკა და ქვეყნის უსაფრთხოება მომავალი არ აქვს, მათ საზოგადოებამ განაჩენი გამოუტანა. ეს ხელისუფლება არის დასრულებული, დარჩა გარკვეული პერიოდი მხოლოდ იმისთვის, რომ ამ დასრულების გაფორმება მოხდეს. მინდა ეს მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი დავარწმუნო, რომ ის უფრო მალე წავა ხელისუფლებიდან ვიდრე ჰგონია“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)