15:48 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-15 11:55:26, 659 ნახვა

კომენტარი
მეუფე იაკობი ტელევიზიებს: ჩვენ რომ წირვაზე დავდიოდით, თქვენ რუსეთის პატრიარქს აქებდით და კიდევ ჩვენ ვართ რუსები?

ვინც ამბობს, რომ პატრიარქის გადაყენებას პრორუსული მღვდელმთავრები აპირებენ, თავად არიან პრორუსულებიც და რუსებიც, - ამის შესახებ ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მეუფე იაკობმა საქართველოს ტელევიზიებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ რუსულ საქმეს აკეთებენ.

„რას გავს ის საქციელი, წარამარა გამოიყვანენ ვიღაც მკითხავებს, კერპთაყვანისმცემლებს და საუბრობენ, რომ პატრიარქი უნდა გადააყენონ პრორუსულმა მღვდელმთავრებმა. სადაც ჩვენ ვართ, უკვე რამდენი სინოდია ერთიანობას გამოვხატავთ. ვინც ამას ამბობს, პრორურულები კი არა, თვითონ რუსებიც არიან და თუ ვინმე მტერი გვყავს იმათგან თვითონ არიან  ყველანი, ნებით თუ უნებლიედ.

რუსეთს საქართველოსადმი აქვს ინტერესი, ჩვენს ტელევიზიებს თუ ჩართავთ, მიხვდებით, რომ ტელევიზიები რუსეთის საქმეს აკეთებენ ეკლესიის წანააღმდეგ. გადახედეთ მსოფლიო მოვლენებს და როდესაც ჩვენ წირვებზე დავდიოდით, თქვნი ტელევიზიები აქებდნენ რუსეთი პატრიარქსა და რუსეთის ეკლესია, რომ ისინი არ დადიან, როგორ იღწვიან ხალხისთვის და კიდე ჩვენ ვართ რუსები და თქვენ ქართველები, ვერ გავიგე“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics