16:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-10 13:09:37, 492 ნახვა

სამართალი
ივერი მელაშვილი - ყველა ბრალდება აბსურდული და არარსებულია

მიგვაჩნია, რომ ყველა ბრალდება აბსურდული და არარსებულია, - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა ივერი მელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც თვითონ, ასევე ნატალია ილიჩოვაც აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოა.

„რა თქმა უნდა, განხილული გვაქვს ბრალდების ყველა პუნქტი და შემიძლია ვთქვა ის, რომ მეც და ნატალიაც აბსოლუტურად უდანაშაულო ვართ ამ ბრალდებაში. არ ვიცი სასამართლო რას იზამს, თავისი წესი და რიგი აქვს. მიგვაჩნია, რომ ყველა ბრალდება არის აბსურდული და არარსებული“, - განაცხადა ივერი მელაშვილმა.

ცნობისთვის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე  წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პროკურატურამ 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გარდა ამისა, ბრალდებულები სახელმწიფო საზღვარს შესაბამისი უწყების ინფორმირების გარეშე ვერ გადაკვეთენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics