02:59 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-10 08:48:14, 499 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად ცნო

აშშ-ის სენატმა 56 ხმით, 44-ის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ პროცედურაზე ექვსმა „რესპუბლიკელმა“ მისცა ხმა.

ამგვარად, ექსპრეზიდენტისთვის წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით იმპიჩმენტის პროცესი სენატში ოთხშაბათს განახლდება და სავარაუდოდ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

ცნობისთვის, სენატმა დონალდ ტრამპის ბრალეულობა ამერიკის კაპიტოლიუმის შენობაზე მომხდარი თავდასხმისას ამბოხების წახალისებაში უნდა განსაზღვროს, რომლის შედეგადაც 6 იანვარს მისი მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შტურმით შეიჭრნენ. კაპიტოლიუმზე თავდასხმის შედეგად კი ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics