13:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-09 11:13:49, 546 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შპს „საკონდიტრო კომპანია“ ფართოვდება

„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. შპს „საკონდიტრო კომპანიის“ საქმიანობის გაფართოებისა და ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა 150 000 აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.

პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლნ ლარს შეადგენს, რის ფარგლებშიც „საკონდიტრო კომპანიას“ სულ მალე ახალი საწარმო შეემატება. მისი მეშვეობით, კომპანია დღეში 350-400 კგ. პროდუქციის წარმოებას და შეთავაზებული საკონდიტრო ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას შეძლებს.

ამჯერად კომპანია 10 ადამიანს ასაქმებს, პროდუქციის რეალიზება ხორციელდება  საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის „სანდომის“ ქსელში.  

„საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების წახალისებას აქტიურად განაგრძობს. ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით, შპს „საკონდიტრო კომპანია“ ფართოვდება. მეტი სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. შესაბამისად, მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა გვერდში დავუდგეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კიდევ ერთი ბიზნესის, ამჯერად  „საკონდიტრო კომპანიის“ სამომავლო განვითარებაში“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics