|
2021-02-06 14:11:01, 556 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ევროპელი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების ფაქტს ეხმაურება
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ გერმანის, პოლონეთისა და შვედეთის დიპლომატების გაძევების ფაქტს ეხმაურება. აღნიშნულის შესახებ უწყება სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. „ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას რუსეთის მიერ გაურკვეველი მიზეზების გამო გაძევებული გერმანელი, შვედი და პოლონელი დიპლომატების მიმართ. რუსეთის ფედერაციის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას და არის კიდევ ერთი მაგალითი რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის მიხედვით მისი ვალდებულებების უხეში დარღვევისა“, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთი გერმანიის, პოლონეთისა და შვედეთის დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს.მედიის ინფორმაციით, დიპლომატებს 23 იანვარს პეტერბურგსა და მოსკოვში გამართულ ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციებში მონაწილეობა ედებათ ბრალად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)