|
2021-02-05 15:29:54, 657 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - გირაოს გაუხდელობის გამო აღკვეთის ღონისძიება უმძიმდება ყველას, მსოფლიოში გამონაკლისები არ არსებობს
ერთადერთი ადამიანი, რომელიც წყვეტს დაუმძიმდეს თუ არა აღკვეთის ღონისძიება, თავად ბრალდებულია, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პროკურატურის მიერ ნიკა მელიას უწყებაში დაბარების საკითხს. მისი თქმით, გირაოს თანხის გაუხდელობის შემდეგ აღკვეთის ღონისძიების დამძიმება ხდება ყველგან, რადგან მსოფლიოში გამონაკლისები არ არსებობს. „გამონაკლისები, როგორც წესი, არ არსებობს, მსოფლიოში, არამხოლოდ საქართველოში. ჩემი საქმე არ არის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით რაიმე მოწოდებები გავაკეთო, მაგრამ ამ შემთხვევაში, კონკრეტულ პირზეც კი შემიძლია ვთქვა, რომ მასზეა დამოკიდებული. არც პროკურატურაზე, არც სახელმწიფოზე, არც მითუმეტეს პოლიტიკაზე. ერთადერთი ადამიანია ის ბრალდებული, რომელსაც გირაო აქვს შეფარდებული, რომ გადაწყვიტოს თავისი ბედი. ამის უფლებამოსილება მას გააჩნია, ის უზრუნველყოფს, რომ დაუმძიმდეს ეს ღონისძიება თუ არ დაუმძიმდეს. ეს არის ზოგადი პრინციპი, რომელიც გამონაკლისი ვერც მელიასთვის იქნება და ღმერთმა დამიფაროს, მე რომ ვიყო ბრალდებული, ვერც ჩემთვის და ვერცერთი მოქალაქისთვის ვერ იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკანორ მელია გირაოს გადაუხდელობის გამო გენერალურ პროკურატურაში და დაიბარეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)