02:46 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-04 10:24:21, 890 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში კორონავირუსის „სამხრეთ აფრიკული“ და „ბრაზილიური“ შტამის შემთხვევები გამოვლინდა

თურქეთში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური ვარიანტებით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში ახალი შტამით ინფიცირების სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ჩვენს ქვეყანაში ბრიტანული მუტაციის (შემთხვევების რაოდენობა) 196-ს შეადგენს. ასევე დადასტურდა სამხრეთ აფრიკული ვარიანტის ორი და ბრაზილიური ვარიანტის ერთი შემთხვევა“, - აცხადებს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გამო, თურქეთმა იანვრის ბოლოს ბრაზილიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და დანიიდან ფრენები შეაჩერა.

ცნობისთვის, თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 8 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 117 ადამიანი გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics