21:11 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-04 10:11:24, 750 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბეისბოლის ეროვნულ ნაკრებსა და ამერიკის გუნდს „მეომრები“ შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება

მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე - ლოკომოტივი 2, 15:30 საათზე, საქართველოს ბეისბოლის ეროვნულ ნაკრებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითთა გუნდს „მეომრები“ შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება. მატჩი ეძღვნება საერთაშორისო მისიებში დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას. ამხანაგური მატჩი ბეისბოლში მიზნად ისახავს საზოგადოების უკეთ ინფორმირებას „დაშავებული ქართველი მეომრების პროგრამის“ შესახებ. 

მატჩს დაესწრებიან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები.

ყველას, ვისაც სურვილი აქვს მხარი დაუჭიროს საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, შეუძლიათ  ბეისბოლის ამხანაგურ მატჩს დაესწრონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics