|
2021-01-30 11:35:37, 848 ნახვა
მსოფლიო
12 გარდაცვლილი და 12 დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა რუსეთში
რუსეთში ქალაქ სამარასთან საქალაქთაშორისო მიკროავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 12 ადამიანი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათგან 5 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა 19:20 საათზე, სოფელ ზაბოროვკის მიდამოში მოხდა. როგორც რეგიონის მთავრობის პრესსამსახური იუწყება, დაშავებულთა ჰოსპიტალიზაციისთვის სამედიცინო ვერტმფრენების გამოყენება გახდა საჭირო. საქმეზე გამოძიება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას ან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)