|
2021-01-29 13:03:47, 511 ნახვა
კომენტარი
ეკონომიკის მინისტრი - არ უნდა იყოს გადაჭარბებული მოლოდინი, რომ 1-ელი თებერვლიდან მასიურად ტურისტები ჩამოვლენ
არ უნდა იყოს გადაჭარბებული მოლოდინი, რომ 1-ელი თებერვლიდან ჩვენთან მასიურად ტურისტი ჩამოვა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, არის იმედი, მაგრამ არა გარანტია, რომ საქართველოში სამოგზაუროდ ტურისტები ძირითადად გვიან გაზაფხულზე შემოვლენ. „პირველ რიგში, ჩვენ ვსაუბრობთ ამ ეტაპზე, არა საყოველთაო გახსნაზე, რამედ მხოლოდ საჰაერო გზით შემოსულ ვიზიტორებზე და მათთან მიმართებაში გარკვეულ ცვლილებებზე. არ უნდა იყოს გადაჭარბებული მოლოდინი, რომ 1-ელი თებერვლიდან მასიურად ჩვენთან ტურისტი ჩამოვა, ამის საშუალებას არც გლობალური სიტუაცია არ იძლევა, იმიტომ რომ არის პანდემია და ადამიანები ერიდებიან მგზავრობას,აქ საუბარია პირველ ეტაპობრივ ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულზე, პირველ ვიზიტორებზე, ვინც შემოვა არა 1-ელი თებერვლიდან, რადგან ტურისტულ ინდუსტრიასაც დრო დასჭირდება, არამედ უფრო გვიანი გაზაფხული იქნება, როცა რეალურ შედეგებს ვიგრძნობთ, თუკი მაგ დროისთვის ყველამ შევასრულეთ ეპიდემიოლოგების რჩევები, მე იმედი მაქვს რომ არა მხოლოდ აჭარაში, არამედ დანარჩენ საქართველოშიც იმუშავებენ. ამის იმედი მაქვს, თუმცა ამის გარანტია არავის აქვს, რადგან მოულოდნელობით ხასიათდება ბრძოლა და პანდემიის დაძლევა ჯერ არ მიღწეულა“, - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)