|
2021-01-29 10:01:38, 774 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნი მხარდამჭერებს საპროტესტო გამოსვლების გაგრძელებისკენ მოუწოდებს
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისა და საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „კვლავ გამოდით, არაფრის შეგეშინდეთ. არავის სურს, იცხოვროს ქვეყანაში, სადაც მეფობს უკანონობა და კორუფცია“, - აცხადებს ნავალნი. მისი თქმით, ვლადიმირ პუტინის შესახებ შექმნილ საგამოძიებო ფილმს 100 მლნ-ზე მეტი მნახველი ჰყავს. შეგახსენებთ, რომ რუს ოპოზიციონერს ხიმკის პოლიციის განყოფილებაში, 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. 17 იანვარს რუსმა სამართალდამცავებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. როგორც ქვეყნის ფედერალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, ნავალნის დაკავების მიზეზი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)