|
2021-01-28 20:58:30, 598 ნახვა
კომენტარი
იაგო ხვიჩია - ერთი წამით გვერდით გადავდოთ ემოციები და ამ საქმეში რაციონალურად გავარჩიოთ მტყუან-მართალი
„ერთი წამით გვერდით გადავდოთ ემოციები და ამ საქმეში რაციონალურად გავარჩიოთ მტყუან-მართალი“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მამუკა მდინარაძესთან შეხვედრა ჰქონდა და პოლიტიკაში არსებული პრობლემები განიხილეს. „გუშინ შევხვდი ბატონ მდინარაძეს. ვისაუბრეთ ყველაფერზე, რაც ქვეყნის პოლიტიკაში ხდება. მე გავიგე პოზიციები იმის შესახებ, თუ რატომ არ თვლის ბატონი მდინარაძე ამ პროცესში „ქართული ოცნების“ დამნაშავეობასთან დაკავშირებით ჩემს კრიტიკას საფუძვლიანად. მე მოვისმინე, რა არგუმენტები აქვთ ამის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ჩვენ საჯაროდ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. მინდა, რომ ჩემი პასუხი, ჩემი კონტრარგუმენტი ამაზე იყოს საზოგადოებისთვისაც გასაგები. ჩვენ ერთი წამით გვერდით გადავდოთ ემოციები და ამ საქმეში რაციონალურად გავარჩიოთ მტყუან-მართალი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)