|
2021-01-28 15:47:53, 673 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთში აბორტი ოფიციალურად აიკრძალა - ქუჩაში ათასობით დემონსტრანტია გასული
პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აბორტის აკრძალვის გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე, ვარშავაში და პოლონეთის სხვა დიდ ქალაქებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩაში. ვარშავაში აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ და მიმდებარე ქუჩა გადაკეტეს. სამართალდამცველებმა მათ დაშლისკენ მოუწოდეს, ვინაიდან კოვიდ19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში მასობრივი შეკრებები აკრძალულია. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მთავრობის გადადგომასა და მმართველი პარტიის წევრის, იაროსლავ კაჩინკსის პოლიტიკიდან წასვლას ითხოვენ. ცნობისთვის, პოლონეთის ხელისუფლებამ მანამდე გადადო აბორტის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება, რომელიც მიღებული იქნა გასული წლის 22 ოქტომბერს. იგი ოთხშაბათს დაიბეჭრა და მასში აღნიშნულია, რომ "ჩასახვის მომენტიდან ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება", რაც გარანტირებულია პოლონეთის ძირითადი კანონით. ამჟამად, პოლონეთში აბორტის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიდი და მძიმეა ნაყოფის დაზიანება ან არსებობს განუკურნებელი დაავადება, რომელიც საშიშია დედის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, აგრეთვე თუ ქალი დაორსულდა გაუპატიურების შედეგად. ისეთი დაავადებები, როგორიცაა დაუნის სინდრომი, მომავალში ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობები, სერიოზული განუკურნებელი დაავადებების ალბათობა არ შეიძლება ჩაითვალოს აბორტის მიზეზად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)