02:15 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-27 15:39:37, 1111 ნახვა

მსოფლიო
მედიის ინფორმაციით, უკრაინაში ჯო ბაიდენისა და პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმე აღიძრა

უკრაინაში ჯო ბაიდენისა და პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმე აღიძრა.

აღნიშნული ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ადვოკატზე დაყრდნობით გაავრცელა.

უკრაინული მედიის ცნობით, პეტრო პოროშენკოს ადვოკატმა „მეხუთე არხთან“ ინტერვიუში განაცხაად, რომ 22 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციიდან 2 დღის შემდეგ, იყო დარეგისტრირებული ორი სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორის, ვიქტორ შოკინის საქმიანობაში სავარაუდო ჩარევას უკავშირდება.

მისივე თქმით, აღნიშნული საქმეების წარმოება დეპუტატ ანდრეი დერკაჩის განცხადების საფუძველზე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა ანდრეი დერკაჩმა სავარაუდოდ ჯო ბაიდენისა და პეტრო პოროშენკოს სატელეფონო საუბრების ოთხი ნაწილი გამოაქვეყნა, რაც მისი თქმით, საერთაშორისო კორუფციისა და უკრაინელი ექს-პრეზიდენტის ღალატს მოწმობდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics