18:20 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-27 11:55:18, 674 ნახვა

კომენტარი
მეუფე დანიელი - დეკანოზ თადეოზის ქადაგებაზე ეპარქია იმსჯელებს და შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს

სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის, - ასე ეხმაურება ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგებას.

როგორც მეუფე დანიელი აღნიშნავს, დეკანოზ თადეოზის ქადაგებაზე ეპარქია იმსჯელებს და უახლოეს მომავალში მას შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს.

„მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის.

ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას“, - აღნიშნულია მიტროპოლიტი დანიელის განცხადებაში.

ცნობისთვის, დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ 26 იანვარს, საკვირაო ქადაგებისას  აღნიშნა, რომ პარაზიტობას, „შტერად ყოფნას“ და „ვირად გაზრდას“ ჯობია ბავშვი პატარაობაშივე მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics