|
2021-01-27 10:49:50, 638 ნახვა
მსოფლიო
„დიდი შვიდიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს ალექსეი ნავალნის უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ
„დიდი შვიდიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს ალექსეი ნავალნის უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ აღნიშნულია საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში. „ჩვენ, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვგმობთ ალექსეი ნავალნის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას. შეშფოთებულები ვართ რუსეთში, 23 იანვარს ათასობით მშვიდობიანი მომიტინგისა და ჟურნალისტის დაკავების გამო და მოვუწოდებთ რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები და გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული პირები. დაუშვებელია პოლიციური ძალების მიერ შეხედულების გამოხატვის გამო, პროტესტის ძალადობრივი ჩახშობა. ეს მოვლენები წარმოადგენს რუსეთში ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, უფლებადამცველებისა და დამოუკიდებელი ხმების ჩახშობის უწყვეტ ნიმუშს. G7- ის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ნავალნი დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს, შეასრულოს თავისი ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებები და პატივი სცეს და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)