|
2015-10-02 19:41:00, 615 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს შვედეთის სამეფოს დელეგაცია ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ თავდაცვის უწყებაში შვედეთის სამეფოს დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ შვედეთის სამეფოს ელჩი მარტინა ქვიქი, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიმართულების სპეციალისტი იოჰან აიდმანი და სამხედრო მრჩეველი, ბრიგადის გენერალი ლარს-ოლოფ კორნელიუსონი. შეხვედრის დასაწყისში ანა დოლიძემ შვედ სტუმრებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების მხარდაჭერისთვის და შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში შვედი დამკვირვებლების მონაწილეობაზე. მან სტუმრებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეები თავდაცვის სფეროში საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხნენ. განსაკუთრებით აღინიშნა ურთიერთობა სამხედრო განათლების მიმართულებით. ანა დოლიძემ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ შვედ სტუმრებს ქართული სამხედრო კონტინგენტის ნატოსა და ევროკავშირის მისიებში მონაწილეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)