|
2021-01-23 21:01:27, 777 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში სპეცრაზმელებმა ჟურნალისტები სცემეს - დაზიანებულია ტექნიკაც
რუსეთში სპეცრაზმელებმა ჟურნალისტები სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნაცემია კორესპოდენტი ელიზავეტა კირპანოვა, რეზინის ხელკეტებით სცემეს „მედუზას“ კორესპოდენტიც, რომელსაც სპეციალური ჟილეტი ეცვა, რითაც მისი იდენტიფიცირება, როგორც ჟურნალისტის შესაძლებელი იყო. რუსმა სამმართალდამაცავებმა დააზიანეს რამდენიმე მედია საშუალების ტექნიკაც, „ნოვაიას“ ჟურნალისტს, ვიქტორია ოდისონოვას პირდაპირ ეთერში კამერა დაუზიანეს, ასევე პუშკინსკაიას რაიონში, სადაც „დოჟდი“ მაუწყებლობდა, პოლიციამ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. ჟურნალისტების დაკავებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა, მედიის ინფორმაციით, დააკავეს „დოჟდის“ რეპორტიორი ალექსეი კოროსტელევი და ოპერატორი სერგეი ნოვიკოვი, ასევე დაკავებულთა შორის არიან VTimes- ის ჟურნალისტი ეკატერინა გრობმანი, Vostochnye Stories მედიის მთავარი რედაქტორი რომან ანინი, Mediazona- ს ფოტორეპორტიორი დავით ფრენკელი, „ინსაიდერის“ კორესპონდენტი ვერა რიაბიცკაია და Echo Moscow– ის კორესპონდენტი არსენი ვესნინი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)