|
2021-01-18 17:28:26, 649 ნახვა
მსოფლიო
ამსტერდამში ლოქდაუნის წინააღმდეგ გამართული აქცია წყლის ჭავლით დაშალეს
ნიდერლანდების პოლიციამ, ლოქდაუნის საპროტესტო აქციაზე, 2 ათასამდე ადამიანი წყლის ჭავლით დაშალა. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს. სააგენტოს ცნობით, მომიტინგეები რიკსმუზეუმისა და ვან გოგის მუზეუმის სამხატვრო გალერეების წინ შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ - „რა გვინდა? თავისუფლება“. აქციის მონაწილეებს არ ეკეთათ პირბადეები და სოციალურ დისტანციას საკმაოდ ცოტა იცავდა, პოლიციამ დემონსტრანტებს დაშლისაკენ მოუწოდა, თუმცა მათგან უარი მიიღეს. ამასთან, აქტივისტების ნაწილმა პოლიციის წინააღმდეგ ფეიერვერკი გაისროლა. ამის შემდეგ პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მათ საპროტესტო აქციაში მონაწილე ასამდე პირი დააკავეს. ნიდერლანდების მთვრობამ სკოლები და მაღაზიები ჯერ კიდევ დეკემბერში დახურა, თუმცა რამდენიმე დღის წინ დაწესებული ლოქდაუნი სამ კვირაზე მეტი ხნით გაახანგრძლივა. პანდემიის დაწყების დღიდან მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებით, ნიდერლანდები სოციალური შეზღუდვების დაწესებას ყველაზე მეტად ერიდებოდა. ქვეყანაში შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კორონავირუსის მეორე ტალღამ ინფექციის სწრაფი გავრცელება და საავადმყოფოებზე მზარდი ზეწოლა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)