01:40 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-18 11:36:58, 1118 ნახვა

მსოფლიო
შარლ მიშელი რუსეთის ხელისუფლებას ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „შერემეტიევოს“ აეროპორტში ალექსეი ნავალნის დაკავებას ეხმაურება.

მიშელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„ალექსეი ნავალნის დაკავება მიუღებელია. რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი“, - წერს შარლ მიშელი.

შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს რუსმა სამართალდამცავებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. როგორც ქვეყნის ფედერალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, ნავალნის დაკავების მიზეზი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics