|
2021-01-17 15:38:57, 1181 ნახვა
მსოფლიო
Facebook-მა ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღემდე აშშ-ში ყველანაირი საბრძოლო აქსესუარების რეკლამა აკრძალა
Facebook-მა ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღემდე აშშ-ში ყველანაირი საბრძოლო აქსესუარების რეკლამა აკრძალა, - ამის შესახებ ინფორმაციას, Reuters ავრცელებს. მედიის ცნობით, აკრძალვა, სულ მცირე, ორი დღე, იმოქმედებს, ვიდრე ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია არ ჩაივლის. 6 იანვარს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, სოციალური მედიამ განაცხადა, რომ აშშ-ში აიკრძალება ისეთი აქსესუარების რეკლამირება, როგორიცაა იარაღის სეიფები და ჟილეტები. „ჩვენ უკვე ვკრძალავთ იარაღის, საბრძოლო მასალისა და იარაღის ისეთი დამხმარე საშუალებების რეკლამირება, როგორიცაა მაყუჩები. ახლა ჩვენ ავკრძალავთ აქსესუარების რეკლამირებასაც“ - აღნიშნულია Facebook-ის ადმინისტრაციის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)