|
2021-01-17 15:28:39, 909 ნახვა
მსოფლიო
FBI - ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს აშშ-ს 50-ვე შტატში ძალადობრივი საპროტესტო აქციებია მოსალოდნელი
ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს აშშ-ს 50-ვე შტატში ძალადობრივი საპროტესტო აქციებია მოსალოდნელი, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC, FBI-ს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. FBI-ს განცხადების თანახმად, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა მხრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ვარაუდობენ. 20 იანვარს, ინაუგურაციის დაწყებამდე, ვაშინგტონის ქუჩების უმეტესობა დაიკეტება. დედაქალაქს უკვე აკონტროლებენ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები. კაპიტოლიუმის შენობიდან ახლოს რამდენიმე ქუჩა ბეტონის ბარიერებით და ლითონის ღობეებითაა გადაკეტილი. ასევე, ნაციონალური მოლი, რომელიც, როგორც წესი, ათასობით ადამიანითაა ინაუგურაციის დღეს სავსე, საიდუმლო სამსახურის თხოვნით დახურეს. ადგილობრივი მმართველობა საზოგადოებას ინაუგურაციის დისტანციური ნახვისკენ მოუწოდებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)