|
2015-10-02 11:01:06, 588 ნახვა
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო სტუდენტებს აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისათვის, სპეციალურ სივრცეს სთავაზობს
გარემოს ეროვნული სააგენტო სტუდენტებს სპეციალურ სივრცეს სთავაზობს, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე, მთთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ, მოისმინონ სპეციალისტების შეფასებები და პროფესიული ცოდნა აიმაღლონ. „NEA სფეროს“ პირველი სტუმრები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია იყვნენ. სტუდენტებს შესაძლებლობა ქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები პირადად მინისტრისგან მიეღოთ და მის სამომავლო გეგმებს გაცნობოდნენ. “NEA სფერო“ სტუდენტებს ყოველ ხუთშაბათს 18.00 საათიდან უმასპინძლებს. მათ როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ასევე მოწვეული სტუმრები ლექციებსა და სემინარებს ჩაუტარებენ, სტუდენტებს ასევე ექნებათ საშუალება საკუთარი კვლევები და მოსაზრებები გააცნონ ექსპერტებს. სტუდენტებისთვის „NEA სფეროში“ განსაკუთრებული გარემო იქნება შექმნილი, სადაც მათ ცოდნისა და გამოცდილების მიღება შეეძლებათ.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)