23:14 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-15 17:23:10, 1134 ნახვა

რეგიონი
ბუკნარში ქრისტიანი და მუსლიმი თემის შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის, ქრისტიანებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა.

შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და თანაცხოვრება ჩვეულ რეჟიმში უნდა გააგრძელონ.

„მიხარია, რომ ინციდენტი რაც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სრულად აღმოიფხვრა. როგორც მუსლიმი და მართლმადიდებელი ადგილობრივები აცხადებდნენ, ცალკეული ადამიანების მიერ პროვოცირებულმა ფაქტმა მიიღო საკმაოდ მახინჯი განვრცობა და ეს დღეები იყო სამარცხვინო ფურცელი სოფლისთვის. დაპირისპირებულ მხარეებად წოდებულმა ადამიანებმა გაუცვალეს ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და გრძელდება მეგობრული თანაცხოვრება“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში დაპირისპირებაა, მუსლიმი თემი აქ სალოცავის აშენებას ითხოვს, რასაც ადგილობრივი ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან. გუშინ აქციაზე დაპირისპირება მოხდა, რა დროს ორი მუსლიმი დაშავდა. საქმეზე ერთი პირი დააკავეს. გუშინ კომუნიკაცია შედგა ორივე მხარესთან, თუმცა მუსლიმი თემი მიიჩნევს, რომ რეალური შეთანხმება არ მომხდარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics