|
2021-01-14 18:14:14, 713 ნახვა
მსოფლიო
Snapchat-მა დონალდ ტრამპს ანგარიშზე წვდომა სამუდამოდ შეუჩერა
Snapchat-მა დონალდ ტრამპს ანგარიშზე წვდომა სამუდამოდ შეუჩერა. ამის შესახებ Snapchat-ის სპიკერმა განაცხადა. „გასულ კვირას ჩვენ განვაცხადეთ პრეზიდენტ ტრამპის Snapchat (SNAP) ანგარიშის განუსაზღვრელი დროით შეჩერების შესახებ და ვაფასებდით, თუ რა ხანგრძლივობის ქმედება აჯობებს ჩვენი Snapchat-ის საზოგადოების ინტერესებისთვის. საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და მისი მცდელობების გამო, გაევრცელებინა დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა და წაეხალისებინა ძალადობა, რაც ჩვენი მითითებების აშკარა დარღვევაა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მისი ანგარიშის სამუდამოდ შეჩერების შესახებ“, - განაცხადა Snapchat-ის სპიკერმა. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ვიდეოს შემდეგ, რომელშიც ის კაპიტოლიუმში შეჭრილ მხარდამჭერებს მიმართავდა და სოციალურ ქსელში გაავრცელა, პრეზიდენტის სოციალური ქსელის ანგარიშები ერთმანეთის მიყოლებით დაიბლოკა. Facebook-მა მიმართვის ვიდეო წაშალა და Facebook-სა და Instagram-ზე პრეზიდენტს წვდომა ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე შეუზღუდა. Twitter-მა კი დონალდ ტრამპს ანგარიში სამუდამოდ გაუუქმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)