20:01 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-13 21:30:20, 867 ნახვა

კომენტარი
დასავლეთ საქართველოს მუფთი - იმედი მაქვს ერთი ერის წარმომადგენლები ცხოვრებას ისევ მეგობრულად გააგრძელებენ

„იმედი მაქვს ერთი ერის წარმომადგენლები ცხოვრებას ისევ მეგობრულად გააგრძელებენ“, - ამის შესახებ დასავლეთ საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყოველგვარი ძალადობა და დაპირისპირება მიუღებელია.

„პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ ძალიან სამწუხაროა, რაც გუშინ სოფელ ბუკნარში მოხდა.

ყოვლად მიუღებელია ძალადობა და დაპირისპირება. სხვადასხვა პრობლემების მოგვარების ერთადერთი უალტერნატივო გზა არის დიალოგი და მოლაპარაკება.

გუშინ, როგორც კი ეს ამბავი შევიტყვე, ჩავედი ბუკნარში, გახლდით ადგილზე, იქ გავესაუბრე ჩვენს მლოცველებს. თვითონ მლოცველებიც გამოთქვამენ გულისტკივილს, რომ ასეთი არასასიამოვნო ფაქტების მომსწრე არის სოფელი და გამოთქვამენ მზაობას, რომ დასტაბილურდეს სიტუაცია. ოღონდ მათ ხელი არ შეეშალოთ ლოცვების გაგრძელებაში. ლოცვები რამდენიმე თვეა, ტარდება.

ჩვენ დღეს ყველა ერთად უნდა გავისარჯოთ, უნდა ვიზრუნოთ – სახელმწიფომ, საზოგადოებამ, სასულიერო პირებმა, იგივე მასმედიამ, რომ დასტაბილურდეს სიტუაცია და ჩვენ ვიყოთ კონსტიტუციით აღიარებული აღმსარებლობის თავისუფლების გარანტი.

მინდა, ყველას ვუსურვო მშვიდობა და იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, დღეს როგორც მაცნობეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ, ძალიან კმაყოფილი დარჩნენ იქ მლოცველები, ყველაფერი უმოკლეს ხანში დასტაბილურდება და ისევ ერთად, მეგობრულად გააგრძელებენ ერთ სოფელში ცხოვრებას ერთი ერის წარმომადგენლები“, – განაცხადა ადამ შანთაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics