|
2015-10-01 20:51:55, 587 ნახვა
საზოგადოება
ინგა გრიგოლია: როცა თქვენ სიმართლის გაჟღერება დაგჭირდებათ, მიკროფონით ხელში აღარავინ მოვა
„როცა თქვენ სიმართლის გაჟღერება დაგჭირდებათ, ვერავის ვეღარ მიაწვდენთ ხმას“, – ასე ეხმაურება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „რუსთავი 2“–თან დაკავშრებით განვითარებულ მოვლენებს. „ვისაც გიხარიათ-ნუ გიხარიათ მედიაში მიმდინარე პროცესები...გავა დრო(ძალიან მცირე დრო) და როცა თქვენ დაგჭირდებათ თქვენი სიმართლის გაჟღერება( რომელიც ამ წუთებში შეიძლება არ გჭირდებათ), ვერავის ვეღარ მიაწვდენთ ხმას,იმიტომ რომ თქვენი სიმართლის დასამტკიცებლად არავინ მოვა მიკროფონით ხელში,უბრალოდ სივრცე აღარ გექნებათ ამისთვის..სამწუხაროდ .....ალბათ ამ ჩემს დღევანდელ სტატუსს ორ-სამ წელიწადში გამახსენებს ფეისბუქი...“, – წერს გრიგოლია. ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის შემდეგ სასამართლომ მის მფლობელობაში მყოფი კომპანია, 51 % წილის მფლობელი შპს „საქართველოც“ დააყადაღა. გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, "რუსთავი2" დღეს დახურვის წინაშეა ისე, როგორც არასდროს. გვარამია საზოგადოებას დახმრებას სთხოვს. მითითებულ ანგარიშზე - : GE09TB1100000018467864 მოსახლეობას ტელეკომპანიის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეუძლია. აქვე შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იმედზე“ორი პოლიტიკური თოქშოუ- რეაქცია და იმედის კვირა დაიხურა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)